ანონსები
9 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტი უმასპინძლებს ტრენინგს თემაზე: „ეფექტური პრეზენტაციის ტექნიკები“, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ტრენინგ ცენტრ - „კონტაქტის“ ორგანიზებით.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
• პრეზენტაციის ძირითადი ეტაპები - რეფერატის მომზადება, მიზნის განსაზღვრა;, ინფორმაციის მოპოვება აუდიტორიაზე, თემის შინაარსი, სტრუქტურის შერჩევა, მასალების, სლაიდების მომზადება, პრეზენტაციის გეგმის მომზადება;
• პრეზენტაციის გარემოს ორგანიზება;
• პრეზენტირების პროცესი - წარდგენა, ნდობის მოპოვება, ყურადღების კონცენტრირება, ძირითად თემაზე გადასვლა, რეგლამენტი და პრეზენტაციის წესები, აუდიტორიის მართვა.
ტრენინგის შედეგად მონაწილეები გაეცნობიან პრეზენტაციის მომზადების, ჩატარების და გაყიდვების ახალ ტექნიკებს. ასევე, აუდიტორიის დარწმუნებისა და დაინტერესების სტრატეგიებს, გააცნობიერებენ ეფექტური პრეზენტაციისთვის საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს რის შემდეგაც შეძლებენ უფრო ეფექტურად მართონ პრეზენტაციის პროცესი.
ტრენინგს გაუძღვება საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქ.ნ თათია ტურაშვილი. ტრენინგზე დასწრება თავისუფალია.
ტრენინგზე დასასწრებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ლინკზე:
https://docs.google.com/forms/d/1sm6nDpwMlfcLujUBanMJ9WckIUWQQFmJwMeGgrZZaW4/viewform?edit_requested=true
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 8 თებერვალი.
თარიღი: 09.02.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 18:00სთ – 21:00 სთ